„თბილისიმარათონის“ გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო არა თბილისის მერიამ, არამედ მარათონის ორგანიზატორებმა”

„თბილისიმარათონის” გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო არა თბილისის მერიამ, არამედ მარათონის ორგანიზატორებმა, – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში წერს.
ლექვინაძე საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ის აღნიშნავს, მარათონის მარშრუტი ითვალისწინებდა თბილისის ცენტრალური უბნების და ქუჩების გადაკეტვას რაც, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, პრაქტიკულად ცენტრალური ნაწილის პარალიზებას ნიშნავს.
დედაქალაქის ვიცე-მერის თქმით, მერიამ ორგანიზატორებს ლოკაციის შეცვლა და მარათონის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა შესთავაზეს, ასევე შესთავაზეს დროის შეცვლა – ღონისძიება ნაცვლად 10 საათისა 7 საათზე დაწყებულიყო, რაც უფრო შეამსუბუქებდა გზების გადაკეტვის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს.
„1. თბილისიმარათონის” გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო არა თბილისის მერიამ, არამედ მარათონის ორგანიზატორებმა. თბილისის მერია ბოლო წლებია მხარს აქტიურად უჭერს ამ თბილისის მარათონს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის, ტურიზმის მხარდამჭერ და საქველმოქმედო ღონისძიებას (შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები);
2. მარათონის მარშრუტი ითვალისწინებდა თბილისის ცენტრალური უბნების და ქუჩების გადაკეტვას (რუსთაველი, სანაპირო, აღმაშენებლის გამზ. და ა.შ), რაც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ნიშნავს პრაქტიკულად ცენტრალური ნაწილის პარალიზებას, მიუხედავად იმისა, რომ არის კვირა დღე, რადგან ორბელიანი მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარეობს აქტიური სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
3. ორგანიზატორებს შევთავაზეთ: 1. ლოკაციის შეცვლა და მარათონის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა, რაც პრაქტიკულად ჩაივლიდა ყოველგვარი გართულებების გარეშე, თან ამის გამოცდილება არსებობს, თბილისის მარათონი თავიდან იქ ტარდებოდა ან 2. დროის შეცვლა – ღონისძიება ნაცვლად 10 საათისა, დაწყებულიყო 7 საათზე, რაც უფრო ამსუბუქებდა გზების გადაკეტვის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს;
4. რატომ ვუთხარით რამდენიმე დღით ადრე? ეს შეთავაზება სულ თავიდანვე იყო გაჟღერებული, თუმცა როდესაც ორგანიზატორები მოვიდნენ მარშრუტის გასავლელად მაშინ დაიწყო აქტიური განხილვა.
5. ჩვენი შეთავაზებები საკითხისადმი იყო კონსტრუქციული და მოტივირებული ბოლო დროს თბილისელების ხშირად გამოთქმული წუხილებიდან გამომდინარე, მობილობის სირთულესთან დაკავშირებით.
6. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს და მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავსი ტიპის ღინისძიებებს, თუმცა თუ ჩვენ მივდივართ რიგ საკითხებთან მიმართებაში კომპრომისებზე და ღია ვართ ყოველთვის ასეთი განხილვებისთვის, ალბათ, ასე უნდა იყვნენ სხვებიც.
7. თბილისის მერია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ღონისძიება გააუქმა ორგანიზატორმა და არა თბილისის მერიამ და გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ყველა მონაწილეს ვინც ელოდა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას!
პ.ს. ბევრი ვინც ფეისბუქზე აქტიურად გამოხატავს საცობებთან და გართულებულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ის წუხს დღესაც მარათონის გადადებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა აპირებდა თუ არა ჩართულობას ამ ღონისძიებაში“, – წერს ირაკლი ლექვინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები