ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთში გზებზე კვლავ შეზღუდვებია

ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთში გზებზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო. შეზღუდვები, სავადაუდოდ, ხვალ, ამინდის გაუმჯობესებისთანავე მოიხსნება.
ამ დროისთვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ნადიბანი-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. გზის სხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები