40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი 6 ქართულ არხს საპროტესტოდ გათიშავს

40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორის გადაწყვეტილებით, ექვსი ქართული არხი დღეს, 12:00 საათიდან გაითიშება. ამის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ბერუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ერთგვარი გაფრთხილებაა და აღნიშნული ეხება ტელეარხებს: „რუსთავი 2″, „იმედი”, „მაესტრო”, „ჯიდიესი”, „მარაო” და „კომედი არხი”.
თეონა ბერუაშვილის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი მითითებული ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ იმ თანხის მოთხოვნაა, რომელიც კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას” ეკუთვნის. თეონა ბერუაშვილის განმარტებით, არაერთი წერილი გაიგზავნა ტელეარხებთან, შედგა შეხვედრაც, თუმცა პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. მისი თქმით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, შესაძლოა, არხები დიდი ხნით გაითიშოს. პრესკონფერენციაზე ვერ აკონკრეტებენ, თუ როდემდე გასტანს აღნიშნული არხების საპროტესტოდ გათიშვა და აცხადებენ, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„რამდენი ხნით გაითიშება „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიესი“, „მარაო“ და „კომედი არხი“ საპროტესტოდ არ ვიცით. გავუწევთ ანგარიშს არჩევნებს. თუმცა, პირველ დეკემებერს ექვსივე არხი ისედაც გაითიშებოდა, ეს მათი მოთხოვნა იყო იმ შემთხვევაში, თუ კი თანხას არ გადაიხდიდნენ. გააცნობიერონ არხებმა, თუ რა როლი შეასრულეს საკაბელო ოპერატორებმა მაშინ, როცა მათ პრობლემა ქონდათ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები