ბათუმის უნივერსიტეტის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
დაზიანებულია სახურავის 40%. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, რის შემდეგაც გამარტივებული ტენდერი გამოცხადდება. უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და არც ინვენტარი დაზიანებულა.
უნივერსიტეტში შენობის სახურავი დაახლოებით 7 წლის წინ გამოცვალეს.

ფოტო: „აჭარა TV”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები