თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის“ ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, სამგორის რაიონში დღეს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ენუქიძის, ქიზიყის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13კმ, მე-14 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის და პიმენ ყურაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები