კახა კალაძე: ყველას აქვს უფლება განახორციელოს ინვესტიციები, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას

ყველას აქვს უფლება ჩვენს ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანულ განვითარებაზე საუბრისას გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც თბილისის კონკრეტულ უბნებში ფასადებზე ქართული ანბანი გამოყენებული არ არის.
„მე მაწუხებს ის ფაქტი, რომ თბილისის კონკრეტულ უბნებში ფასადებზე საერთოდ არ არის ქართული ანბანი გამოყენებული, რაც სამწუხაროა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შევიმუშაოთ ვიზუალური სტანდარტი, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩვენს ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი კანონის ფარგლებში, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზუალურ ნაწილში ქართული ანბანის გამოყენებას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები