ხარაგაულში, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხერიმელა ადიდდა, რომელმაც სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.
როგორც „კვირას“ გზების დეპარტამენტში განუცხადეს,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 7-ე კმ-ში კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდინარე ჩხერიმელა, რომელმაც წაიღო მიწის ვაკისი.
რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხორციელდება, რადგან მდინარეში წყლის დონის დაწევას ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები