„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად საფეხბურთო მატჩი გაიმართა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე ხუჯაძის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო მატჩი გამართეს. თამაში ნოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ დასრულდა.

“დღევანდელ თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები მიდგანან გვერდში და ასეთი მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს. ოჯახთან ერთად უპირველეს ძალას ჩემი მეგობრები მმატებენ და დარწმუნებული ვარ 21 ოქტომბერს მე და ჩემი გუნდი კახა კალაძის მეთაურობით დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ. ამის შემდეგ კი თბილისი ნამდვილად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი”, – განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ  ალექსანდრე ხუჯაძემ.

მეგობრულ მატჩს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც  ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები