თბილისის მერია მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალი მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ მგზავრები 17:00 საათიდან ისარგებლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს.
მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება და სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები