ავიაკომპანია “ვიზეარი” კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს – დაბალბიუჯეტიანი კავშირი ქუთაისსა და ათენს შორის

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” დღეს ახალი მიმართულების შესახებ დააანონსა. ავიაკომპანია ქუთაისიდან ათენის მიმართულებით  ფრენებს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას განახორციელებს. ათენი შესანიშნავი ადგილია, როგორც  გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის. იგი ვიზიტორებს გასართობი და სანახაობრივი აქტივობების ფართო არჩევანს სთავაზობს. ევროპის ეს შესანიშნავი ისტორიული დედაქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ამავდროულად, ის გამოირჩევა თანამედროვე  ქალაქისთვის დამახასიათებელი რიტმით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს.

“ახალი მიმართულებით ფრენები 2018 წლის 17 მაისიდან მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. ბილეთების შეძენა  სულ რაღაც 53.99 ლარად  ვებგვერდზე : wizzair.com უკვე შესაძლებელია”,- აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ვიზეარის ახალი მიმართულება ქუთაისიდან

მიმართულება დღეები დაწყების თარიღი საწყისი ფასი:
ათენი, საბერძნეთი ხუთშაბათი, კვირა 2018 წლის 17 მაისი 53.99 ლარი

 

 

ვიზეარი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია,  თავის ავიამიმართულებების ქსელს მუდმივად ზრდის. 2018 წლის გაზაფხულიდან, ავიაკომპანია ახალ თვითმფრინავს ამატებს და  ფრენებს ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით განახორცილებს. ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ტარიფით,  მოხერხებული დაჯავშნის სისტემითა და ბორტზე ხარისხიანი მომსახურებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 333 000 მგზავრმა ისარგებლა. ამით აეროპორტის საოპერაციო, სატრანსპორტო, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

სორინა რაცი, “ვიზეარის” კომუნიკაციების მენეჯერი : ,,სიხარულით მინდა გაცნობოთ დღეიდან ქუთაისი-ათენის მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ. ამ რეგიონის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და ვეცდებით ქართველი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიმართულებები შემოგთავაზოთ. ახლახანს დავამატეთ ფრენები პარიზის, რომის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებით. ჩვენი გამოცდილი ეკიპაჟი გულწრფელად ელის ქართველ მომხმარებელს ჩვენს ახალ თვითმფრინავებში.“

 

“ვიზეარის” შესახებ:

ავიაკომპანია “ვიზეარი” არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 85 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 550 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 43 ქვეყნის 143 ქალქს. ვიზეარის გუნდი, რომელიც დაახლოებით 3,300 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც ვიზეარი 2017 წლის 31 მარტის ფინანსური შედეგების მონაცემებით 23,8 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.  ავიაკომპანია ვიზეარი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. 

 

ახალი მიმართულება :  ქუთაისი – ათენი

დაწყების თარიღი: 2018 წლის 17 მაისი

სიხშირე: კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას

ტარიფები: 53.99 ლარიდან / 19.99 ევროდან*

ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ქსელი ქუთაისიდან: 17 მიმართულება 12 ქვეყანაში

მომავალი მიმართულებები ქუთაისიდან: პარიზი ბუვე, რომი ფიუმიჩინო, პრაღა, ბარსელონა

 

* ერთი გზის ბილეთის ფასი, მოიცავს ყველა მოსაკრებელს და სავალდებულო გადასახადს.

* ACI-ს თანახმად ყოველ 1 მილიონ გადაყვანილ მგზავრზე იქმნება 750 ადგილობრივი სამუშაო ადგილი.

 

R

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები