ვიტორ გასპარი: საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ქართულ დელეგაციასთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„ ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ბოლო 6 თვის განმალობაში მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. საკმაოდ კარგი შედეგებია საგადასახადო პოლიტიკასა და შემოსავლების ადმინისტრირებაში. საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.  აღსანიშნავია, რომ ამგვარ პროგრამას ბევრი ქვეყანა ახორციელებს. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან სემინარში „ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია”. ამგვარი სემინარების მიზანია, ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილებაზე ისწავლონ საგადასახადო პოლიტიკის უკეთ მართვა. ამ ფორუმზე საქართველო ძალიან ხშირად სამაგალითო ქვეყნად დაასახელეს”, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები