გიორგი კვირიკაშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამი 89-90%-იან ზრდას გულისხმობს

ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ჯამი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90%-იან ზრდას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის” გახსნაზე განაცხადა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მარტო წელს, 36%-იანი ზრდა გვაქვს. შარშანდელი დანახარჯები ამ მიმართულებით 970 მლნ ლარის ფარგლებში იყო. წელს უკვე დავასრულებთ მილიარდ 350 მილიონი ლარის, რაც არის, როგორ მოგახსენეთ, 36-37%-იანი ზრდა. ეს გახდა შესაძლებელი ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებით და საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური მუშაობით. ეს ისე გაკეთდა, რომ სოციალური მიმართულებით არა თუ არ მოგვიკლია არც ერთი თეთრი, არამედ გავზარდეთ კიდეც დანახარჯები”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2018 წელს ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყება იგეგმება და დღეს უკვე ამ პროექტების მომზადების პროცესი, თითქმის დასასრულს მიუახლოვდა.

„2018 წლის მეორე კვარტალიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს როგორც თბილისის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთლიანი ჯამი ამ პროექტების, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90%-იან ზრდას გულისხმობს. ეს არის მილიარდ 800 მლნ-ზე მეტი დანახარჯები, რაც დამეთანხმებით, რომ არის ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი. ეს არის კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის სერიოზული განვითარების წელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები