ვოლსკი დე ფაქტო აფხაზეთში რუსულ წვრთნებზე: ეს მსოფლიო დაპირისპირების ის ნაწილია, რომელიც საქართველოს ტერიტორიას შეეხო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, წვრთნების ჩატარება არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება.
„ეს მსოფლიო დაპირისპირების ის ნაწილია, რომელიც საქართველოს ტერიტორიას შეეხო. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ქვეყნის ტერიტორიაზე აგრესიული პოლიტიკის გამოხატვასთან და სამხედრო ბაზების შექმნასთან.
დაძაბულობის ის ხარისხი რაც არსებობს, რეგიონალურ უსაფრთხოებას საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის. ეს ყველაფერი ქართველებისთვის, ოსებისთვის და აფხაზებისთვის დამატებითი პრობლემის მომტანია და ეს არც ერთ მხარეს არ აწყობს. საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები