დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებზე EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე კაპიტალის ბაზრის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე საკითხები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემუშავდა, რამდენიმე პრიორიტეტული პუნქტის განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზის სრულყოფა იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში საპენსიო რეფორმა ამოქმედდება. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ძალაში შევა.

მხარეებმა საქართველოს კაპიტალის ბაზარი განიხილეს. ყურადღება იმ ღონისძიებებზე გამახვილდა, რომლებიც აღნიშნული ბაზრის რეფორმირებისთვისაა აუცილებელი.

ქართულმა მხარემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან აღნიშნული რეფორმის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მისი განვითარება  ალტერნატიული ფინანსური წყაროების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები