„საქართველოში, მიწა განსაკუთრებული რესურსია და ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია”

საქართველოში მიწა განსაკუთრებული რესურსია და ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ორგანულ კანონში მიწასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი მხრივ მიწა საქართველოში, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში არის განსაკუთრებული რესურსი და მეორე მხრივ, ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს კანონმდებლებთან ერთად ამ მიმართულებას ისე გავივლით, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებში ცვლილებების შეტანა არ დაგვჭირდება. მეორე, დაცული იქნება სახელმწიფოს და მიწის, როგორც უნიკალური რესურსის ინტერესი, ასევე ინვესტიციების ინტერესი”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები