დიმიტრი ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმები უკეთესი ბიუჯეტირებისკენაა მიმართული

საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და გამჭვირვალობა, – ესაა ჩამონათვალი იმ რეფორმებისა, რომელზეც  საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა  მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან და მის გუნდთან ერთად განიხილა. აღნიშნული დეპარტამენტი საქართველოს, კერძოდ კი,  ფინანსთა სამინისტროს უწევს ტექნიკურ დახმარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს, აგრეთვე პრიორიტეტული მიმართულებები გამოკვეთეს, სადაც ტექნიკური დახმარება უფრო  ინტენსიური იქნება.  აღინიშნა, რომ საქართველომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა.

პირველი  ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა,  ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და ფისკალური გამჭვირვალობა და სხვა, საბოლოო ჯამში, მიმართულია უკეთესი ბიუჯეტირებისაკენ, რათა რისკებმა, ქვეყნის ბიუჯეტზე რაც შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები