რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ატარებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი სამხედრო წვრთნებს ატარებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. სამხედრო პოლიგონზე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები როტაციულ-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ.
„წვრთნების მიზანი – პირობით მტრის ავიაციისა და ჯავშანტექნიკის განადგურებაა“, – წერს მედია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
სწავლებაში მონაწილეობას იღებს 500 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82АМ, ბრონირებული სადაზვერვო მანქანა „დოზორი და „ზალპურტი“ ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები