ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამა გახსნა

ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წლების მანძილზე საფრანგეთში, პარიზში იმართებოდა წელს პირველად თბილისში ჩატარდება.
საგანმანათლებლო პროგრამა ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა EU4ENERGY-ის ორგანიზებით გამართული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტატისტიკის, ტრანსპორტის, შენობების, მრეწველობის, განათებისა და ელექტროტექნიკის სფეროში ჩართული ახალგაზრდა პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება. “საერთაშორისო დონის ექსპერტები პროგრამის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოში ენერგო მოხმარება დიდი ტემპით იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური აქტივობები იზრდება, ეკონომიკა წინ მიდის. ენერგო მომხმარების სწრაფი ზრდა ახალ გამოწვევებს ქმნის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ენერგო მიწოდება, რათა დაკმაყოფილდეს გაზრდილი ენერგო მოთხოვნა. ენერგო ეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამა, წლების მანძილზე საფრანგეთში პარიზში იმართებოდა და ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყანაში იმართება და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ქვეყანა საქართველოა.” – განაცხადა ჩიქოვანმა. მისი თქმით, პროგრამაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები. საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნატალია ბოიკო, სტრატისტიკის ეროვნული სამსახურის საერთასორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორის საფინსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები