დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდნენ

საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარების და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდში აშშ-ის, ჩინეთისა და საფრანგეთის აღმასრულებელ დირექტორებთან – სუნილ საბარვალთან (Sunil Sabharwal), პინგ სუნთან (Ping Sun) და ერვი დე ვილროშესთან (Hervé de Villeroché) გამართული შეხვედრისას.

შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც ასევე, იყვნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრები, უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში, მონაწილეობას მიიღებენ სხდომაში, სადაც საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას განიხილავენ. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში, 30 მლნ ესდეერის (42.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები