NETFLIX-მა ყველაზე გახმაურებული სერიალის THE ALIENIST გადაღება დაასრულა

კიევი: NETFLIX-მა ყველაზე გახმაურებული სერიალის THE ALIENIST გადაღება უკვე დაასრულა, სერიალი გადაღებულია დეტექტიურ-ფსიქოტრილერის ჟანრში ამერიკელი მწერლის კალებ კარრას ბესტსელერის მოტივებზე. სურათის რეჟისორია იაკობ ვერბრიუგენი, პროდიუსერობა კი სერიალს ცნობილი ფილმის „ფორესტ გამპის“ პროდიუსერმა ერიკ როტმა გაუწია.

სერიალი მოგვითხრობს 1886 წლის ლონდონში მომხდარი იდუმალი სერიული მკვლელობის გამოძიების შესახებ, რომლის მსხვერპლი ახალგაზრდა მამაკაცები “გამოძახებით“ ხდებიან. მთავარი გმირი პოლიციელი ფსიქოლოგია – დოქტორი ლაზლო კრაიცლერი, დენიელ ბრიულის შესრულებით. მისი პარტნიორები არიან დაკოტა ფანინგი პოლიციის განყოფილების მდივნის სარა გოვარდის როლში და ადგილობრივი გაზეთის ილუსტრატორი, რომლის როლიც ლუკ ევანსმა ითამაშა. ერთ-ერთ ეპიზოდურ როლზე ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მიიწვიეს. ყველა საიდუმლოებების გამხელის გარეშე ნინო სურგულაძე დათანხმდა Front News International-ს გადაღების პროცესზე ესაუბრა.

“გადაღებების პროცესი იყო ზღაპრული, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. კოლოსალური სტუდიები და პავილიონები, გიგანტური დეკორაციები, აღმართული შენობები, ქუჩები და ქალაქები. მასშტაბური, საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები. როგორც ჩემთვის ცნობილია, სერიალის თითოეული სეზონის გადაღებაზე 5 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამრჩა გადამღებ ჯგუფზე. ისინი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ყოველი გადაღების პროცესში ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ, ყველაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ ჩემი გადასაღებ მოედანზე ყოფნა ყოფილიყო მაქსიმალურად კომფორტული. თავს ნამდვილ ჰოლივუდის ვარსკვლავად ვგრძნობდი. ძალიან მახარებს, რომ რეჟისორის დავალებას თავი გავართვი, დავიმსახურე უამრავი კომპლიმენტი, არაჩვეულებრივი თაიგული და მთელი გადამღები ჯგუფის აპლოდისმენტები. როგორც თავად იაკობ ვერბრიუგენმა მითხრა, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადასაღები დღე. აწი იმედი მაქვს მაყურებელსაც არ გაუცრუვდება იმედები“, – განაცხადა ნინო სურგულაძემ.

მთლიანობაში, ALIENIST- ის 10 ეპიზოდი გადაიღეს, თითოეული 5 მილიონი დოლარი დაჯდა. სერიალის პრემიერა 2018 წლის იანვარშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები