პროკურორი: ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატები არასწორად იყენებენ ადვოკატთა ეთიკის კოდექსის ნორმას

​პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატები არასწორად იყენებენ ადვოკატთა ეთიკის კოდექსის იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც, ადვოკატმა კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას. გუმბერიძის თქმით, საქმე ეხება დახურული სასამართლო სხდომიდან ინფორმაციის გამჟღავნებას, რისი უფლებაც ადვოკატებს არ ჰქონდათ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა: პაატა მეხრიშვილმა, მიხეილ რამიშვილმა და სულხან კომახიძემ პროკურატურას ჩვენება არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები