დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილეს ტაო ჟანგს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს.
შეხვედრას, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, საქართველოში მისი წარმომადგენლის, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით დაესწრო.
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს,  საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას სრულად ეფუძნება.
აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მის ხედვებს სრულად ეთანხმება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მაკროეკონომიკური პარამეტრები და სამომავლო პროგრამები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები