გია გაჩეჩილაძე: კონსტიტუციური პროექტის ერთპარტიულ დოკუმენტად წარმოჩენას არავითარი კავშირი არ აქვს მის შინაარსთან

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობისას, ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დოლიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტმა ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო.
მისივე თქმით, კონსტიტუციური პროექტის ერთპარტიულ დოკუმენტად წარმოჩენას არავითარი კავშირი არ აქვს კონსტიტუციის შინაარსთან.
„თქვენს გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ ეს თანხმობის დოკუმენტი უნდა იყოს, ერთპარტიული დოკუმენტია და მთელი პოლიტიკური სპექტრის მიერ უნდა იყოს გაზიარებული და ა.შ. ამას არავითარი კავშირი არ აქვს კონსტიტუციის შინაარსთან, ესაა წმინდა პოლიტიკური განცხადებები, რომელიც მიმართულია მმართველი გუნდის დისკრედიტაციისკენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთშორისო დონეზე.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, რეგისტრირებულია 242 პარტია, საიდანაც 93 მოქმედია. შესაბამისად, როგორ გგონიათ, ეს 93 თუ 242 პარტია უნდა იღებდეს თუ არა შეთანხმების დოკუმენტში მონაწილეობას და რატომ არის ის 20 პარტია მნიშვნელოვანი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიკრიბა და თქვენ ერთპარტიულობის დროშით სათავეში ჩაუდექით. ეს 20 პარტია საქართველოს სრულიად პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენს?“, – მიმართა დოლიძეს გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები