„ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა“

0

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესმენებთან შეხვედრისას, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ის სტრუქტურული რეფორმები განიხილეს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ ვითარებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, შესაბამისად, ყურადღება გამახვილდა იმ მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელიც  გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ქართულ დელეგაციასთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„გვქონდა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, ასევე, იმ შეხვედრების შესახებ, რომელსაც მინისტრი ქუმსიშვილი გამართავს ვაშინგტონში, როგორც ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე საქართველოს მეგობარ კონგრესმენებთან რესპუბლიკური და დემოკრატიული  პარტიებიდან.  ვფიქრობ, რომ საქართველოს ბევრი  აქვს სასაუბრო, განსაკუთრებით, ეკონომიკის მიმართულებით. რა თქმა უნდა, არის სირთულეები  თუმცა ქვეყანა უკეთესობისკენ ვითარდება. ეკონომიკური ზრდის ტემპი ჯანსაღია, კორუფციის ინდექსი საკმაოდ დაბალია. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ამერიკელი ხალხი აფასებს საქართველოს პროგრესს და ველით უფრო მეტ განვითარებას”, – აღნიშნა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი