დიმიტრი ქუმსიშვილი „ჯეიპიმორგანისა” და „დოიჩე ბანკის” წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებელებიდან გამომდინარე, კომპანიებმა: „ჯეიპიმორგანმა“ და „დოიჩე ბანკმა” საქართველოს საფონდო ინსტრუმენტების განვითარების ასევე საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით ინტერესი გამოხატეს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა,  ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ში აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

„აღნიშნული ინტერესი, თავისთავად, ნიშნავს  საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც საქართველოს ეკონომიკის ისე საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრები საქართველოს დელეგაციასთან აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები