ვანო ზარდიაშვილი: როგორ არის, რომ 5 უდრის 1-ს, რატომ აგრძელებთ პრინციპულად საზოგადოების მოტყუებას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოების პრინციპულად მოტყუება, თითქოს კონსტიტუცია ერთპარტიულია დაუშვებელია, რადგან ხუთი პარტიაა წარმოდგენილი.
მისივე თქმით, 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია სააკაშვილს გარკვეულმა პარტიებმა „გაუპრავეს”.
„გუშინ ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ და გაღიარებინეთ, რომ 5 არ უდრის 1-ს. დღეს ამ დარბაზში ზის მინიმუმ 5 პარტია. როგორ არის, რომ 5 უდრის 1-ს, რატომ აგრძელებთ პრინციპულად საზოგადოების მოტყუებას, რატომ იძახით რომ ერთპარტიულია კონსტიტუცია, როდესაც ხუთი პარტიაა აქ წარმოდგენილი. მეორე, 2010 წელს მიღებულ კონსტიტუციაში თითქმის ყველა მუხლს ჰქონდა სახელები და გვარები, ვისთვის იღებდნენ ამ კონსტიტუციას. მაშინ, პირდაპირი მნიშვნელობით, გათამაშდა პუტინი-მედვედევის მმართველობის მოდელის გადმოღება საქართველოში, სადაც პრეზიდენტმა პრემიერს გადასცა ძალაუფლება, იმისთვის რომ პრეზიდენტი გადასულიყო პრემიერ-მინისტრად. ის პარტიები, რომლებიც თქვენს დოკუმენტს თანხმობის დოკუმენტად აცხადებენ 2010 წელს სააკაშვილის „გაუპრავეს” კონსტიტუცია.  მართლა გგონიათ თუ არა, რომ იმ 20 სუბიექტს აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა”,-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები