„წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები” – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება.

„მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიან შტორმს ველოდებით“,- აცხადებენ სინოპტიკოსები.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი