მიხეილ დუნდუა: სავალუტო ფონდის მხრიდან საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები მოწონებულია

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები მოწონებულია.
როგორც დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის თავადაც დადებითად აფასებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და მასში გაწერილ პრიორიტეტულ მიმართულებებს.
„სავალუტო ფონდის მხრიდან მომავალი წლის ბიუჯეტის ყველა ძირითადი პარამეტრი მოწონებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პასუხობს სავალუტო ფონდის მთავარ მიზნებს : ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, დასაქმება და სიღარიბის დაძლევა. თუ ბიუჯეტი ამ ამოცანებს არ პასუხობს შეუძლებელია, რომ სავალუტო ფონდმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს და ჩვენ გვახსოვს უარყოფითი რეკომენდაციები ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების მისამართით. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს შეფასებას: ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაგეგმილია, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თუ არ გვექნება ძლიერი და გამართული ინფრასტრუქტურა, შეუძლებელია მოვაგვაროთ სიღარიბის დაძლევის , დასაქმების ან მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხი“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები