„თხოვნა მექნება ოპოზიციასთან, ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს”

„შეგნებულად ზრდიან იმის მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„რაც გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადაჭარბებით სრულდება შემოსავლების ნაწილი. ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. თხოვნა მექნება, მათ შორის ოპოზიციასთან, ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას” გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები