დიმიტრი ქუმსიშვილი კონგრესმენ ჯონ მოოლენაარს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კონგრესმენ ჯონ მოოლენაარს შეხვდა.
როგორც „კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით წარიმართვაზე.
კონგრესმენმა, ჯონ მოოლენაარმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც აშშ საქართველოს მიმართ იჩენს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. პირველმა ვიცე-პრემიერმა კონგრესმენს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე ხორციელდება და მისი პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის პროგრამაც საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის პრიორიტეტებს ეფუძნება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს, გარდა ამისა, ის გამართავს შეხვედრებს როგორც აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, აგრეთვე დონორებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან და აშშ-ის კონგრესის წევრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები