ზურაბ ალავიძე: ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი ანაკლიის პორტის მშენებლობას უჭირავს

„ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს ანაკლიის პორტის მშენებლობას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს ანაკლიის პორტის მშენებლობას. დასრულდა ერთი ეტაპი. ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა და მივედით იქამდე, რომ უკვე იწყება მშენებლობა დეკემბრის ბოლოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობაც ჩართულია ამ პროცესებში და ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტი. ერთი ეტაპი – იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და გადავდივართ მშენებლობაზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის მხრიდან, ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოეცა პროექტი. დავიწყებთ მშენებლობის ფაზაზე მონიტორინგს. პროექტი მიმდინარეობს წარმატებით, საფინანსო ინსტიტუტებთანაც მოლაპარაკებებს კონსორციუმი ახორციელებს წარმატებით“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები