დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს (Annual Meetings 2017), რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან.
აშშ-ში გამართულ შეხვედრებს ასევე დაესწრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის ფარგლებში.
პროგრამის პირველი მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.