საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს
საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ, ხმათა დიდი უმრავლესობით ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია. მას ასამბლეის 120 წევრმა მისცა ხმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დილიდან დაიწყო ფარული წესით ხმის მიცემის პროცედურა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად საქართველოდან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ წარდგენილნი.