მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2017 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფპოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იოანნა ვრონეცკასთან.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონისაქტიურ პოლიტიკურ დიალოგს. მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსადა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე, პოლიტიკური მხარდაჭერისათვის.
იოანნა ვრონეცკამ, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განვითარების პროგრამაზე პასუხისმგებელმა პირმა, შეაჯამა ვიზიტის ფარგლებშისაქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრები და გამოხატა პოლონეთის მხარის მზადყოფნა საქართველოსათვისპრიორიტეტული მიმართულებებით ახალი პროექტების განხორციელების თაობაზე.
მრავალმხრივი დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული დღის წესრიგიდა მომავალი ურთიერთქმედების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
პოლონეთის მხარეს გააცნოოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობა.
იოანნა ვრონეცკამ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და მომავალშიც ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.