ლადო სადღობელაშვილი:.მერად კი არა, სახლში შემოსაშვები არ ხარ შე ბემურაზო, არ დაგავიწყდეს

დიდხანს ვითრიე ფეხი, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შეიძლება.ეს ჩვენი ქალაქია,ზნეობით და კაცობით განთქმული.-ამის შესახებ “ქართველთა მარშის” წევრი  ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან „ჰამქარს“ და თბილისი მერობის დამოუკიდელებ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს პასუხობს.

„შესაძლოა ფაქიზია,მაგრამ ჩემს ქვეყანას და მის მომავალს ეხება და ვერ გავჩუმდები. პირადად რომ მეხებოდეს, ნამდვილად პირში წყალს ჩავიგუბებდი, როგორც აქამდე გვქონდა ჩაგუბებული და როგორც ვაპატიეთ პირდაპირ ეთერში ჩვენი ბიჭების დაჭერა.

მაგრამ ეს არ არის პირადი და არც გაჩუმების უფლება მაქვს!

კაცობაზე და ქალაქელობაზე თავს დებდე, “ჰამქარს” ქმნიდე და სიძველეებს ეფერებოდე და ამ დროს ახლობლების ოჯახის წევრებზე იწევდე ეს არის ყველაზე დიდი სიბინძურე, რისი გულში გავლებაც კი მზარავს.

მერად კი არა, სახლში შემოსაშვები არ ხარ შე ბემურაზო. არ დაგავიწყდეს, ეს – საქართველოა, ეს – კავკასიაა ბიჭოო და ამაზე პასუხს სხვანაირად თხოვენ!!!“-წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები