დე ფაქტო აფხაზეთში ფაროსანას ჭაჭით ებრძვიან

აზიური ფაროსანა დე ფაქტო აფხაზეთშიც გავრცელდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემაწუხებელი მწერები სახლებში ყველა ხვრელიდან ძვრებიან.
მოსახლეობა მწერების განადგურებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ.
როგორც დე ფაქტო მედია წერს, ერთ-ერთი სპეციალისტის რჩევა „ფეირის“ და წყლის ნაზავის შეფრქვევის თაობაზე ბევრმა გაითვალისწინა.

ასევე გაჩნდა ბრძოლის კიდევ ერთი ხერხი – ბოთლში ცოტა ჭაჭას ასხამენ და მწერების შეგროვების ეპიცენტრში ტოვებენ. „ჭაჭის მოყვარული“ ფაროსანა ბოთლში ძვრება, იქიდან კი ვეღარ გამოდის.
ასევე, ენთუზიასტები ფაროსანასგან შეწუხებულ ადგილობრივებს ძმრის, ნავთის, სკიპიდარის ან უბრალოდ მდუღარე წყლის დასხმას ურჩევენ.
წყარო:
http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20171009/1022065314/nezvanye-gosti-kak-pobedit-mramornogo-klopa-v-domashnix-usloviyax.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები