სოფელ გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. გაზსადენის მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, ქობულეთის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის” რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე გვარასა და  ქობულეთში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, აჭარის მთავრობა რეგიონის გაზიფიცირების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს: ქობულეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ცენტრალური გაზსადენების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს დღეებში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება, რაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არეალებში ხორციელდება. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი  ბუნებრივი აირით (50 კმ) მომარაგდება, ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში  4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.

2017 წელს კომპანიის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არეალში 25 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ხორციელდება, რაც 8500 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას ხორციელდება, რისთვისაც 593 კილომეტრი ცენტრალური გაზსადენი  შენდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები