სავალუტო ფონდი და ფინანსთა სამინისტრო 2018 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე შეთანხმდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ქვეყნის ფისკალური მაჩვენებლები კვლავაც შთამბეჭდავია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, ქვეყნის შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია.

“მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და ასევე, დღგ-ში არსებული კრედიტების ასანაზღაურებლად. 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, პროგრამის მიხედვით, მშპ-ს 3.6 პროცენტი იქნება, – აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, სსფ-ს მისია და საქართველოს მთავრობა შეჯერდნენ 2018 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე.

„მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო თანხები/კაპიტალური ხარჯები. ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტი იქნება 2018 წელს, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები