სუამის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი

სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომის ფარგლებში, ერთობლივ კომუნიკეს მოეწერა ხელი. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სუამის მინისტერიალის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის კომუნიკეს მიღებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახულია ის პრიორიტეტები, რომლებიც საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში იქნა განხილული.

თბილისში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე იმყოფებიან საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები