მიხეილ ჯანელიძე ელმარ მამედიაროვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ თბილისში სუამის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას და მის ფარგლებში მიმდინარე მინისტერიალს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ მიმდინარე საკითხებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა რეგიონალური პროექტების განხორციელების პროცესში, ამ მხრივ, განსაკუთრებული ხაზი გაესვა სატრანზიტო, ენერგეტიკულ პროექტებს. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასასრულ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით და რკინიგზის ამოქმედების ოფიციალურ ცერემონიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები