შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა შვეიცარიაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის მიწვევით, შვეიცარიაში, კერძოდ ტიჩინოს კანტონში ვიზიტით იმყოფებოდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები გამართეს ტიჩინოს კანტონის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლებთან და შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრებისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ისკო დასენი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ფატი ხალვაში წარმოადგენდნენ.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ქართველი დეპუტატები, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში, პირველად იმყოფებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტით. წინა მოწვევის პარლამენტში მსგავსი ფორმატის ვიზიტები ორმხრივ ფორმატში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები