მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეების მონაწილეობით, „ თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარედ, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, დღეს, 14:00 საათზე, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეების მონაწილეობით, “თბილისობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი თოდაძემ განუცხადა, ეზოში წარმოდგენილი იქნება სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეთა ნამუშევრები, შედგება ფოტოხელოვნების წრის აღსაზრდელების ფოტოგამოფენა. მისვე თქმით, გაიმართება მინი ტურნირი ჭადრაკში, ერთდროული თამაშის სეანსი რამდენიმე დაფაზე.
„სასახლის ბაღში, „ქეთო და კოტეს აივანთან“, იქნება მოწყობილი სცენა შესაბამისი გაფორმებით, ეზოში წარმოდგენილი იქნება ჩვენი სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების ნამუშევრები, ამავდროულად, იქნება სეანსი ჭადრაკში და პარალელურად, გაიმართება 2-საათიანი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლები „თამარიონი“, „ლაშქარი“, „ფერხული“,შევარდენი“, ასევე, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“ და მევიოლინეთა ანსამბლი „ სი-მი“, რომლებიც სპეციალურ ნომრებს შეასრულებენ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გოგი თოდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები