გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან დამწყდა გული ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო

სახელგანთქმული ექიმის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ თოდუას მთელი ცხოვრება და საქმიანობა საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ერთგული შვილი.-ამ განცხადებით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პროფესორ ფრიდონ თოდუას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოუხმაურა.
პრემიერმა ფრიდონ თოდუას დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესორმა გამოცდილება საკუთარ ქვეყანას შეალია.
“ძალიან დამწყდა გული ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო, როდესაც თავის ხალხს და ქვეყანას დასჭირდა, უცხოეთში სახელგანთქმულმა ექიმმა მიატოვა წარმატებული კარიერა, ჩამოვიდა საქართველოში და, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში თანამედროვე მედიცინის მაღალტექნოლოგიური სტანდარტი დაამკვიდრა, რითაც უამრავი თანამემამულის სიცოცხლე გადაარჩინა.
ფრიდონ თოდუამ საქმით დაამტკიცა სამშობლოსადმი ერთგულება. მას ჰქონდა ყველა რეგალია, უმაღლესი ჯილდო და ჰქონდა ყველაზე მთავარი – ხალხის სიყვარული, რომლისთვისაც ის დარჩება ფრიდონ თოდუად, და ამით ყველაფერია ნათქვამი.
გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს.”წერს პრემიერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები