გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვდგავართ რთულ რეგიონში და ვდგავართ მტკიცედ

ჩვენ ვდგავართ რთულ რეგიონში და ვდგავართ მტკიცედ – საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, შეიარაღებული ძალების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის ხარისხი უმაღლესია, რაც იმ გაწეულ საქმიანობას უკავშირდება, რომელიც სამხედროებმა ქვეყნის წინაშე გასწიეს.
პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ ყოველწლიურ შეკრებაზე, გამძლეობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისთვის, სამხედრო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
”ჩვენ ვდგავართ რთულ რეგიონში და ვდგავართ მტკიცედ – საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია და მისი თავისუფალი არჩევანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო ააშენოს, არის უცვლელი და ვერაფერი შეარყევს ამ არჩევანს. არაერთხელ აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები საქართველოში ძლიერია, რადგან მათთან ერთად დგას საზოგადოება. საზოგადოების მიერ თქვენი მხარდაჭერის ხარისხი უმაღლესია. თქვენ მართლა დიდი სამსახური გასწიეთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს ერთობა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კიდევ უფრო უნდა გამტკიცდეს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეუვალი თქვენი სიძლიერის გამო, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და გაგაჩნიათ ძლიერი სამხედრო უნარები, არამედ იმიტომ, რომ თითეული რიგითი მოქალაქე, როგორც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დგას თქვენს გვერდით, ემსახურება ერთიან მიზანს – სამშობლოს დაცვისა”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები