„ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მხრიდან ვეტოსთან დაკავშირებით”

„ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მხრიდან ვეტოსთან დაკავშირებით და ამაზე იქნება უკვე დამოკიდებული ვეტოს დაძლევის საკითხი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვეტოს შესაძლო დადების საკითხს გამოეხმაურა.
„თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება იმგვარი, რომ ვეტოში ამ ორ საკითხთან ერთად მოცემული იქნება სხვა საკითხებიც, რომლებზეც უკვე პარლამენტმა გადაწყვეტილებები მიიღო და მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გზით, შეასრულებს იმ პირობას, რომელიც ჩვენ აღებული და შეთანხმებული გვაქვს ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები