ზაალ უდუმაშვილი დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მზად არის ნებისმიერი სახის დებატებში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც მედიასაშუალებები შესთავაზებენ.
„პირადად მე მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, დავჯდე დებატებში, ნებისმიერ კანდიდატთან. ამომრჩეველთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება სწორედ დებატებია“, – აცხადებს უდუმაშვილი.
ამასთან, უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატები მედიასაშუალებებს კონკრეტულ ფორმატებს არ უნდა სთავაზობდნენ.
„კონკრეტულად კალაძის განცხადებას რაც შეეხება, არ მგონია, რომ კანდიდატი უნდა კარნახობდეს დებატების ფორმატს, ეს მედიის პრეროგატივაა. მახსენდება 2014 წლის არჩევნები, მაშინაც ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა დავით ნარმანიას, რომ საერთო დებატები გამართულიყო, ერთ და არა ყველა არხზე. დღესაც იგივე სტრატეგია აქვს „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით, ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები