გიორგი მარგველაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის პოლიტიკა ღიად იქნება დაგმობილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი-სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობის სიკეთეებთან  და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კომიტეტის წევრები საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებიან.

გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩებს საქართველოში ვიზიტისათვის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესში მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველა ვაღიარებთ, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული პროცესის სრულუფლებიანი წევრი, ძალიან ბევრ ნათელ დაბრკოლებას ვხედავთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის – რუსეთის ფედერაციისაგან.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა განიზრახა ძირითადად ერთი მიზნის მიღწევა – შეაფერხოს საქართველოს რეფორმები, დემოკრატიული პროცესი, საქართველოს ინტეგრაცია.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტა იყო კონტინენტის ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული, კონტინენტის პროცესების გაძლიერებისაკენ მიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმ ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო შესაძლებლობების დალოდება, რომელიც ჩვენს მეზობელთან გვაქვს, რომელმაც გადაწყვიტა თავისუფალი არჩევანის ამბიციისათვის საქართველოს დასჯა და საქართველოს განვითარების მოპარვა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ყველა ევროპელ პარტნიორს  ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისათვისა და საქართველოსათვის თანამშრომლობის კარების ფართოდ გახსნისათვის მადლობა გადაუხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ღიად იქნება დაგმობილი რუსეთის პოლიტიკა”, –  აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები