ანა დოლიძე: ვეტომდე ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა ხარვეზების სწრაფად გამოსასწორებლად უნდა შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის შეფასებას, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კომისია მიესალმება, ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის მცდელობას. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე გამოსასწორებელი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა უნდა შეთანხმდნენ.
„ვენეციის კომისია მიესალმება ქვეყნის გადასვლას საპარლამენტო მოდელზე, ამ მცდელობას, თუმცა, სახეზეა რამდენიმე მნიშვნელოვანი, კრიტიკული საკითხი, რომელიც არის გამოსასწორებელი ერთ-ერთი საკითხია პროპორციული არჩევნების გადადება 7 წლით, მაგრამ ეს ეხება ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც არჩევნების ჩატარებას 2020-ში უკავშირდება. პრეზიდენტის ვეტო 10 ოქტომბრისთვის მზად იქნება. შესაბამისად, რამდენიმე დღეა დარჩენილი, რომ ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდნენ კონსტიტუციაში დარჩენილი ხარვეზები სწრაფად გამოსწორდეს”,-განაცახდა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები