თბილისში, სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა
დედაქალაქში, სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება ადგილზე მისვლიდან 15 წუთში შეძლეს.