ირმა ინაშვილი: მზად ვარ, ერთიან ფორმატში, საჯარო დებატებში მივიღო მონაწილეობა

„პატრიოტთა ალიანსის” დედაქალაქის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიერ საერთო დებატების ორგანიზების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ირმა ინაშვილი საჯარო დებატებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.
„ვეხმაურები კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას – საერთო დებატების ორგანიზების შესახებ. მზად ვარ, ერთიან ფორმატში (ყველა კანდიდატთან) მივიღო ამ საჯარო დებატებში მონაწილეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომ დებატები ყველა არხმა ერთდროულად გააშუქოს, რათა გამოირიცხოს მედიისადმი შერჩევითი მიდგომა“, – წერს ირმა ინაშვილი.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით, ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები